სილქნეტის რომელი შეთავაზებები დაგეხმარებათ დისტანციური სწავლისა და მუშაობის დროს

1585388530
ვიდეო ქოლი, ლექციების ლაივსტრიმინგი, დისტანციური სწავლებისთვის და კოლეგებთან სამუშაო პროცესში ჩართვისთვის სხვადასხვა პლატფორმა - ეს ყველაფერი შესაძლებელია ინტერნეტზე წვდომის შემთხვევაში.
შეთავაზებები, რომელიც ამ პერიოდში სილქნეტს აქვს, პროდუქტიულობას შეგინარჩუნებთ სახლიდან გაუსვლელად.
# გავზარდოთ ინტერნეტის სიჩქარე სახლში!
სტანდარტული პაკეტის წარმადობამ, შესაძლოა, არ დაგაკმაყოფილოთ, როცა ერთდროულად ოჯახის ყველა წევრი საკუთარი მოწყობილობით არის შესული ქსელში. სილქნეტი საჩუქრად ერთი თვით სიჩქარის +20მბ/წმ-ით მატებას გვთავაზობს. „ბუსტის“ აქციაზე რეგისტრაცია ცხელი ხაზის 2 100100 ან პორტალის mysilknet.com საშუალებით ხდება და მისი აქტივაცია მთელი თვე იქნება შესაძლებელი. აქციის გარეშე პროდუქტის ღირებულება 4 ლარია.
#როგორ აღვადგინოთ ინტერნეტ სერვისი 1,5 ლარიდან
ინტერნეტზე წვდომის გასამარტივებლად, დავალიანების მქონე აბონენტებისთვის მოქნილი სქემები შეიმუშავა სილქნეტმა.
1 დღით (24 საათით) პაკეტის აღდგენის ღირებულება - 1.5 ლარია;
პაკეტის 7 დღით აღდგენა შესაძლებელია - 10 ლარად;
ამ შეთავაზებით სარგებლობა შეუზღუდავად შეუძლია მომხმარებელს. სერვისის გააქტიურებისთვის, აბონენტმა უნდა დააფიქსიროს მოთხოვნა ცხელ ხაზზე 2100 100 და დეპოზიტზე იქონიოს შესაბამისი თანხა.
#სილქფესტის მიმდინარე აქციები
სილქფესტის შეთავაზებები განსაკუთრებულად აქტუალურია საგანგებო მდგომარეობის პერიოდში, როდესაც მომხმარებელთა უმრავლესობა გაერიდა დიდ ქალაქებს და ოჯახთან ერთად აგარაკებს, დაბებს მიაშურა. 1 აპრილამდე ყველაზე მოთხოვნადი ერთთვიანი პირობების ჩართვაა შესაძლებელი სილქფესტით:
• ულიმიტო ინტერნეტი 19 ლ - ვადა 30 დღე, აქტივაცია *019#.
• 15GB ინტერნეტ მოცულობა 10 ლარად- ვადა 30 დღე, აქტივაცია *202#
• ულიმიტო სასაუბრო 10 ლარად - გავრცელდება ლოკალური მიმართულების ზარებზე, ვადა 30 დღე, აქტივაცია *202#
• „მეტი უსასრულო+“- აქციის ფარგლებში პირობა სპეციალურ ფასად არის შეთავაზებული -35 ლარის ნაცვლად 19 ლარად. პაკეტი
მოიცავს უსასრულო საუბარს, უსასრულო SMS და 7GB ინტერნეტს. ეს პირობა აქტიური იქნება 30 დღე, აქტივაცია *010#. გაითვალისწინეთ - უსასრულო სასაუბრო არ ვრცელდება გლობალსელის და ასანეტის მიმართულებით.
#ყველა სასკოლო საგანი ერთ პლატფორმაზე „საშინაო სკოლა“
სასკოლო საგნების დისტანციურად სწავლა სილქნეტის საგანმანათლებლო პროექტით არის შესაძლებელი. „საშინაო სკოლა“ მოიცავს 1–დან 12 კლასის ჩათვლით სასკოლო პროგრამის სალექციო სახის ვიდეო-გაკვეთილებს ქართული ენისა და ლიტერატურის, ასევე მათემატიკის, გეოგრაფიის, ისტორიის, ბიოლოგიის, ფიზიკა-ქიმიის, ინგლისური ენის გაკვეთილების სრულ სასწავლო კურსს. თითოეული გაკვეთილი ინფორმაციული ხასიათისაა და 15–20 წუთს გრძელდება. სწავლების ეს მეთოდი მოსწავლეს ერთ დღეში რამდენიმე საგნის სწრაფად მომზადებაში ეხმარება. ასევე, შესაძლებელია მთელი საგნის 2 თვეში გადამეორება. ეს პლატფორმა ხელმისაწვდომია უფასოდ ყველასთვის, როგორც Silk TV-ში, ასევე პორტალზე silkschool.ge და youtube-ზე.
და ბოლოს... გახსოვდეთ! არსებობს სილქნეტის 24 საათიანი ცხელი ხაზი 2100100 საინფორმაციო და ტექნიკური მომსახურებისთვის; ვირტუალური სერვისცენტრი mysilknet.com, სადაც ყველა საჭირო ინფორმაციაა თავმოყრილი: ანგარიშის ნომერი, გააქტიურებული პაკეტი, პაროლები, აპარატურის პარამეტრებიც კი. აქედან მომხმარებელი საკუთარ ანგარიშებს თავად მართავს, ამოწმებს ბალანსს, ახდენს ანგარიშწორებას, შესაძლებელია პაკეტის აქტივაცია, ამოწმებს სასაჩუქრე ქულებს Silk კლუბში. მობილურის ბალანსის შემოწმება, შევსება, სიახლეების, აქციების თვალის მიდევნება, პაკეტების გააქტიურება, ონლაინ დახმარების მიღება შესაძლებელია ასევე პორტალიდან და აპლიკაციიდან My Silknet. მომხმარებელი თავად შეძლებს საჭირო სერვისების ჩართვას. ბალანსის შესამოწმებლად საკმარისია კომბინაციის *100#ok აკრეფვა, ხოლო ინტერნეტ პაკეტების დეტალურად ნახვა კომბინაციით *135#ok არის შესაძლებელი.