სილქნეტმა და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს.
პარტნიორობის ფარგლებში, 1 დეკემბრიდან 14 დეკემბრის ჩათვლით, პირველი ერთობლივი „ქეშბექ“ აქცია Visa-ს ბარათის მფლობელებსა და სილქნეტის მომხმარებლებს, საშუალებას მისცემს მიიღონ ექსკლუზიური შეთავაზებები და სპეციალური პირობები ორივე ბრენდისგან.
„ქეშბექ“ აქციაში Visa-ს ნებისმიერი ბარათით შეიძლება ჩართვა. მობილური პაკეტების MySilknetაპლიკაციით შეძენის შემთხვევაში, სილქნეტის მომხმარებელს, მობილურის ბალანსზე მომენტალურად 20% უკან დაუბრუნდება.
Visa-მ სრულად დაუჭირა მხარი, სილქნეტის მომხმარებლებისთვის, აპლიკაციით „ქეშბექ“ აქციის შეთავაზებას.
სილქნეტის სულ უფრო მეტი მომხმარებელი სარგებლობს ციფრული გადახდების სისტემით. როგორც წამყვანი სატელეკომუნიკაციო ოპერატორი, კომპანია მუდმივად ნერგავს ინოვაციებს და საკუთარი მომხმარებლებისთვის ქმნის მათ საჭიროებებზე მორგებულ მომსახურებას.
"ჩვენი კომპანია ორიენტირებულია შეთავაზოს აბონენტებს მაღალი ხარისხის მომსახურება, მათ შორის მოქნილი და საიმედო გადახდის სისტემა. სწორედ Visa-სთან თანამშრომლობით, გვსურს კიდევ უფრო მრავალფეროვანი გავხადოთ სილქნეტის შეთავაზებები. პარტნიორობის ფარგლებში, სილქნეტის მომხმარებლებს, შესაძლებლობა ექნებათ Visa-ს ყველა უპირატესობით ისარგებლონ.”- განაცხადა სილქნეტის გენერალურმა დირექტორმა დავით მამულაიშვილმა.
Visa-ს ბარათს ბევრი უპირატესობა გააჩნია. თავის კლიენტებს მუდმივად სთავაზობს სერვისთა ნაკრებს, მათ შორის ფასდაკლების, ბონუსებისა და „ქეშბექის“ სისტემებს, რომლითაც სილქნეტის მომხმარებლებიც ისარგებლებენ Visa ბარათით ტრანზაქციისას.
„Visa-ში გვჯერა, რომ ციფრულ გადახდებს, ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების გაუმჯობესება და ბიზნესების ტრანსფორმაცია შეუძლია. ჩვენი გუნდის მიზანია, პარტნიორობის ფორმატში, ხელი შევუწყოთ ციფრული გადახდების პოპულარიზაციას და ინოვაციური ტექნოლოგიების დანერგვას. მიხარია, რომ ვთანამშრომლობთ სილქნეტთან, რაც ითვალისწინებს Visa ბარათის მფლობელებისთვის განსაკუთრებული შეთავაზებების, წამახალისებელი კამპანიებისა და ლოიალობის პროგრამების შემუშავებას,“ აღნიშნა დიანა კიღურაძემ, Visa-ს რეგიონულმა მენეჯერმა კავკასიის რეგიონში.
მემორანდუმის ფარგლებში, Visa-ს და სილქნეტის მრავალფეროვანი, ერთობლივი შეთავაზებები სამომავლოდაც გაგრძელდება.