სურსათის ეროვნულმა სააგენტომ თევზის შესაბოლ საწარმოს საწარმოო პროცესი შეუჩერა

"სურსათის ეროვნული სააგენტოს თბილისის დეპარტამენტის ინსპექტორებმა, სახელმწიფო კონტროლი განახორციელეს თევზის შესაბოლ საწარმოში - შპს“ კობი თევზი“ ( მის: ქ. თბილისი, ქიზიყის ქ. N62; ს/კ 400330600). 

შემოწმებისას გამოვლინდა  კრიტიკული და არაკრიტიკული  შეუსაბამობები:

ვადაგასული სურსათი,  ჰიგიენური ნორმების,  ეტიკეტირების და მიკვლევადობის წესების დარღვევა. გარდა ამისა , ბიზნესოპერატორი  ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის გარეშე საქმიანობდა.

 კანონმდებლობის შესაბამისად, ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა და შეუსაბამობების გამოსწორებამდე საწარმოო პროცესი შეუჩერდა." - ნათქვამია სესის გავრცელებულ ინფორმაციაში.