შავი ზღვის თხილის ექსპორტიორთა ასოციაციის მიერ გავრცელებულ წერილობით განცხადებაში ნათქვამია, რომ  თხილის საექსპორტო სეზონი, რომელიც 2022 წლის 1 სექტემბერს დაიწყო, 2023 წლის 31 აგვისტოს დასრულდა.

შავი ზღვის თხილის ექსპორტიორთა ასოციაციის განცხადებით, 2022-2023 წლების სეზონში თურქეთმა ექსპორტზე გაიტანა 298 557 ტონა თხილი და მიღებულმა შემოსავალმა შეადგინა 1 მილიარდ 795 მილიონი დოლარი.

თხილის ექსპორტის მაჩვენებელი 2022-2023 სეზონში წინა სეზონთან შედარებით 12%-ით შემცირდა - რაოდენობრივად 41 ათას 590 ტონით და 9,6%-ით, ანუ  190 მლნ 854 ათას 786 დოლარით თანხობრივად.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ ექსპორტის მოცულობამ აგვისტოში 15 ათას 111 ტონა თხილზე 90 მილიონ 327 ათას 450 დოლარი შეადგინა.

აღნიშნული მონაცემებიდან გამომდინარეობს,  რომ 2021-2022 წლების სეზონზე კილოგრამი თხილის საშუალო საექსპორტო ფასმა 6,01$ შეადგინა, ხოლო 2022-2023 წლების სეზონზე კი 5,84% (კლება 2,83%). მიმდინარე წლის აგვისტოში ექსპორტზე გასული კილოგრამი თხილის საშუალო ფასი იყო 5,98$ 

ექსპორტიორები იმედოვნებენ, რომ ახალი, 2023-2024 წლების  სეზონი ხელსაყრელი იქნება სექტორის ყველა მონაწილისთვის და მიიღწევა ექსპორტის უფრო მაღალი მაჩვენებლები.