საქართველოს ბანკი აგროსექტორის განვითარებასა და ხელშეწყობას აქტიურ რეჟიმში განაგრძობს. ამჯერად, ბანკთან პარტნიორობით, „Green Waves“საგარეჯოში, 210 ჰექტარზე, ნუშის ბაღებს გააშენებს.  

პროექტის ჯამური ინვესტიცია 17 მილიონი ლარია, საქართველოს ბანკის ინვესტიცია კი 11 მილიონ ლარს შეადგენს და ის საირიგაციო სისტემების მოწყობას, ნიადაგის მომზადების სამუშაოებს, სასოფლო - სამეურნეო ტექნიკისა და ნერგების  შეძენას გულისხმობს.

მიმდინარე პროექტის ფარგლებში Green Waves“ - ისჯგუფი ყოველწლიურად 500 ტონამდე მოცულობის ნუშის მოსავალს ელის, რომლის რეალიზაციას საერთაშორისო ბაზარზე უზრუნვლყოფს.  ჯგუფსმასშტაბური გეგმები აქვს და სამომავლოდ ნუშის  სამტვრევი, სორტირების და შეფუთვის საწარმოსა და სასაწყობო მეურნეობის მშენებლობას გეგმავ.

„საქართველოს ბანკისთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება აგრო წარმოების და ბიზნესების მხარდაჭერაა.  მოხარული ვართ, რომ ჩვენს პარტნიორ Green Waves- სთან ერთად მნიშვნელოვანი წვლილი შეგვაქვს საქართველოს, როგორც ნუშის მწარმოებელი ქვეყნის პოზოციონირებასა და რეგიონებში აგრო წარმოებისგანვითარებაში. ეს ერთ - ერთი ყველაზე მასშტაბური პროექტია საგარეჯოს რეგიონში და მიგვაჩნია, რომ ქართული ნუში მალე დაიმკვიდრებს თავს საერთაშორისო ბაზარზე. ჩვენ კი არ ვჩერდებით და აქტიურ რეჟიმში ვაგრძელებთ მსგავსი პროექტების და ბიზნესების მხარდაჭერას, განსაკუთრებით რეგიონებში.“ - განაცხადა ნინო აფციაურმა, საქართველოს ბანკის კორპორაციული გაყიდვების სექტორის უფროსმა.