გუშინ დავარეგისტრირეთ კანონპროექტი, რომელიც ითვალისწინებს კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის ბიუჯეტის ფორმირების წესის შეცვლას. დახედეთ ცხრილს და მიხვდებით, თუ როგორ უმოწყალოდ იფლანგები ხალხის ფული - წერს "ევროოპტიმისტების" დეპუტატი რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში:
"საზოგადოებრივი მაუწყებლის შემდეგ მარეგულირებელი კომისიების ჯერიც დადგა. საოცრებები ხდება. აქაც ფაქტობტივად მშპ-ზეა მიბმული მათი დაფინანსება, ოღონდ მათ მიერ რეგულირებული დარგების ბრუნვაზე.
გუშინ დავარეგისტრირეთ კანონპროექტი, რომელიც ითვალისწინებს კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის ბიუჯეტის ფორმირების წესის შეცვლას. დახედეთ ცხრილს და მიხვდებით, თუ როგორ უმოწყალოდ იფლანგები ხალხის ფული. ამ კომისიის ხარჯები სამჯერ გაიზარდა ბოლო 12 წლის განმავლობაში. 2012 წელს იყო 6,7 მილიონი ლარი, 20204 წელს გახდება 20,2 მილიონი ლარი. განსაკუთრებით შთამბეჭდავია მატება ბოლო ორ წელიწადში. 2022 წელს იყო 12,1 მილიონი, 2024 წელს იქნება 20,2 მილიონი.
ეს იმით არის გამოწვეული, რომ იზრდება კომუნიკაციის დარგის შემოსავლები, მიედინება ავტომატურად თქეშად ფული ამ უწყებაში და მერე არ იციან რა უყონ ამ ფულს. ხელფასებად და პრემიებად კი გაწერენ, როგორც სჩვევიათ, მაგრამ კიდევ იმდენი რჩებათ აუთვისებელი, რომ ახალ-ახალ საქმეებს იგონებენ. ასე შექმნეს ე. წ. მედიააკადემია, ჩამოწერილი ჩინოვნიკებისა და სახელისუფლებო ჟურნალისტების თავშესაფარი, რომელზეც წელიწადში 2,4 მილიონი ლარი იხარჯება. დაფინანსების ეს მახინჯი წესი უნდა შეიცვალოს და კანონპროექტიც უკვე მზადაა" - წერს რომან გოცირიძე.