ადამიანის სახეობის ევოლუციისა და სხვა ადამიანების გადაშენების შესაძლო ვერსიებზე მეცნიერები გამუდმებით მსჯელობენ.
National Geographic საქართველოს აპრილის ნომრის ვრცელი სტატია მოგითხრობთ იმ შორეულ წარსულზე, როდესაც დედამიწაზე Homo-ს გვარის სხვადასხვა სახეობა თანაცხოვრობდა. XXI საუკუნის გონიერი ადამიანების მიერ შემუშავებული უახლესი კვლევის მეთოდების წყალობით, განამარხებული ნაშთებიდან სულ უფრო მეტი ხდება ცნობილი დედამიწის 8-მილიარდიანი მოსახლეობის წარმოუდგენელი მრავალფეროვნების შესახებ.
ამავე ნომერში მკითხველი გაეცნობა წითურ ტყის ჭიანჭველებს, რომლებიც გონიერი არქიტექტორები და ტყის უხილავი მცველები არიან.
National Geographic-ი 1888 წელს 33 გამორჩეული ადამიანის ინიციატივით დაარსდა, რომელთაც სურდათ სამყაროს შესახებ ცოდნის გაღრმავება და ამ ცოდნის ფართოდ გავრცელება. ამ სიმბოლური დატვირთვით, ჟურნალის ამერიკულმა რედაქციამ წელს გადაწყვიტა მთელი მსოფლიოდან შეერჩია 33 ადამიანი, რომელიც ჩვენი დროის გამოწვევებს შემოქმედებითი ხერხებით უმკლავდება და სხვებსაც მოტივაციას აძლევს. მათი გაცნობის მიზნით ჟურნალი იწყებს სტატიების ციკლს „National Geographic 33“ .
რუბრიკა “საქართველოს ევროპული ისტორია” ტრადიციულად წარადგენს ევროპის არქივებში გაფანტულ ფონდებს საქართველოს შესახებ. სებასტიან მიუნსტერის რუკებიდან ჩვენთვის ყველაზე საინტერესო აზიური სარმატიის სახელით ცნობილი რუკაა, სადაც შავი ზღვიდან აღმოსავლეთის მიმართულებით მონიშნულია კოლხეთი (Colchis), იბერია (Iberia), შემდეგ კი კავკასიის ალბანეთი (Albania). მათგან სამხრეთით - მესხეთის მთებია (Moscrbici motes). რუკაზე დატანილია სამი მდინარე – რიონი (Fasis), მტკვარი (Cyrus fl.) და არაგვი (Aragos fl.). გამოცემას თან ერთვის ორი გრავიურა: ერთ მათგანზე ვაზია გამოსახული, ხოლო მეორეზე – ქართველების მიერ თაფლის დამზადების პროცესი.
National Geographic ქართულ ენაზე კომპანია სილქნეტის მხარდაჭერით 2012 წლიდან გამოიცემა. ერთ სამეცნიერო ჟურნალში ყოველთვიურად თავს იყრის მრავალფეროვანი თემები, ავტორთა სტატიები, უახლესი სამეცნიერო კვლევები, პროფესიონალი ფოტოგრაფების მიერ აღბეჭდილი უნიკალური კადრები, საბუნებისმეტყველო, ისტორიული, ტექნოლოგიური თუ სოციალურ- ეკონომიკური სიახლეები.
ამავე დროს, 2022 წლიდან იმართება სილქნეტისა და ჟურნალ National Geographic საქართველოს ერთობლივი შემეცნებითი ლექციები. ამ შეხვედრებზე დაინტერესებულ საზოგადოებას საშუალება აქვთ თემასთან დაკავშირებული კითხვები დაუსვან მოწვეულ სპიკერს, საუკეთესო კითხვის ავტორები კი ორგანიზატორებისგან სამახსოვრო საჩუქრებს იღებენ.
შემეცნებითი შეხვედრები ჩანაწერების სახით განთავსებულია სილქნეტის საგანმანათლებლო პლატფორმაზე. კომპანიამ ასევე უზრუნველყო აუდიო პოდკასტების შექმნაც, სადაც ნებისმიერ მსურველს შეუძლია მოუსმინოს იმ სტატიების ჩანაწერებს, რომელიც ჟურნალისთვის სხვადასხვა დროს შეიქნა. აღნიშნულ პროექტში ჩართულები არიან ცნობილი მსახიობები.
სილქნეტის მომხმარებელი, ჟურნალის გამოწერის შემთხვევაში, სპეციალურ ფასად მიიღებს ყოველ ახალ ნომერს ქვეყნის მასშტაბით ნებისმიერ მისამართზე. სტუდენტებისთვის მოქმედებს ფასდაკლება. ექსკლუზიურ ფასად კი ჟურნალ National Geographic საქართველოს დაინტერესებული მკითხველი შეიძენს თბილისში, სილქნეტის სამ ოფისში: პირველი რესპუბლიკის მოედანი #1; ცინცაძის #2; ყაზბეგის #14;