რომის პაპი ფრანცისი, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს, ერთ საათზე მეტხანს ელოდა. შეხვედრაზე პაპს სურდა, რუსეთის პრეზიდენტისათვის, უკრაინასთან მიმართებაში მშვიდობის დამყარებისკენ მოეწოდებინა, – აღნიშნულის შესახებ საინფორმაციო სააგენტო ბლუმბერგი წერს.

პუტინმა, რომის ლიდერსა და 1.2 მილიარდ კათოლიკს, 70 წუთი ალოდინა, რაც იშვიათი შემთხვევაა ვატიკანისათვის, ხოლო 2013 წლის ნოემბერში, პუტინმა პირველ შეხვედრაზე 50 წუთით დააგვიანა.

ამგვარად, შეხვედრა არასასიამოვნოდ დაიწყო. გერმანიაში, აპოსტოლის სასახლეში, პაპი ფრანცისკი პუტინს საზეიმოდ დახვდა. ორი ლიდერი, პაპი ფრანცისკის მაგიდასთან მდუმარედ იჯდა და ჟურნალისეტბისა და ფოტოგრაფერების მისვლას ელოდა.

უკრაინასთან დაკავშირებით, პაპმა განაცხადა, რომ დიდი ძალისხმევის გამოვლენაა საჭირო, რათა ორ მხარეს შორის მშვიდობა იქნეს მიღწეული.

რაც შეეხება უკრაინას, “ორივე მხარემ თანხმობა განაცხადა იმასთან დაკავშირებით, რომ დიალოგის მშვიდობიანი კლიმატი უნდა აღდგეს უკრაინასა და რუსეთს შორის”, – აცხადებს რომის პაპის წარმომადგენელი, მამა ფრედერიკო ლომაბრდი, ხელშეკრულებაზე დაყრდნობით, რომელიც მშვიდობის დამყარებას ეხება.

შემდეგ, საუბარი შუა აღმოსავლეთზე, განსაკუთრებით სირიასა და ერაყზე გადავიდა. აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით, ორივე მხარე შეთანხმდა მშვიდობის დამყარების აუცილებლობაზე და იმაზე, რომ რეგიონებში, სადაც მუსლიმები არიან დომინანტები, ქრიატიან უმცირესობას რთული ვითარება აქვს.