NDI-ის ცნობით, ეკონომიკის მდგომარეობას ყველაზე კრიტიკულად თბილისის და პატარა ქალაქი მცხოვრებლები, ქალები, ოპოზიციის მხარდამჭერები და გადაუწყვეტელები აფასებენ.
კითხვაზე, თქვენი აზრით, რომელია საქართველოს ეკონომიკის წინაშე მდგარი ყველაზე დიდი პრობლემა, გამოკითხული მოსახლეობა მთავარ გამოწვევად უმუშევრობას, დაბალ ხელფასებსა და ინფლაციას ასახელებს. მოქალაქეებს ამ კითხვაზე მაქსიმუმ სამი პასუხის მონიშვნა შეეძლოთ.
ამასთან, გამოკითხული მოსახლეობის უმეტესობა ეკონომიკის მდგომარეობას "საშუალოდ" აფასებს - კერძოდ, 49% ამბობს, რომ მდგომარეობა საშუალოა, 42%-ის აზრით, ცუდი, მხოლოდ 6% ფიქრობს, რომ ეკონომიკის მდგომარეობა კარგია, ხოლო 2%-მა არ იცის.
აღნიშნული ანგარიში 14 ოქტომბრიდან 4 ნოემბრამდე ქვეყნის მასშტაბით ჩატარებულ, საქართველოს ზრდასრული მოსახლეობის წარმომადგენლობით პირისპირ გამოკითხვის შედეგებს ემყარება (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). ოქტომბერში ჩატარებული გამოკითხვა სულ 2,068 დასრულებულ ინტერვიუს მოიცავს. საშუალო ცდომილების ზღვარი კვლევაში +/- 2,2 პროცენტია.