მსოფლიოში უდიდეს და ყველაზე გავლენიან ღვინის კონკურსზე წელს 51 ქვეყნის 16 ათასზე მეტი დასახელების ღვინო იყო წარდგენილი.

კონკურზე წარდგენილი ღვინოების 82,2% სხვადასხვა ხარისხის მედლით დაჯილდოვდა, მათგან 50 კი გამოფენის საუკეთესო ღვინოდ დასახელდა.

50 საუკეთესო ღვინოს შორის 14 საფრანგეთიდანაა, 6 იტალიიდან, 5-5 ესპანეთიდან და პორტუგალიიდან, 4-4 ავსტრალიიდან და საბერძნეთიდან, 2-2 არგენტინიდან, აშშ-დან, ჩინეთიდან და ჩილედან, თითო-თითო კი ახალი ზელანდიიდან, დიდი ბრიტანეთიდან, სლოვენიიდან და სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკიდან.

პლატინის მედლით 21 ქვეყნის 137 დასახელების ღვინო დაჯილდოვდა:

საფრანგეთი - 33
იტალია - 30
ესპანეთი - 16
ავსტრალია - 11
პორტუგალია - 9
არგენტინა - 7
აშშ - 4
საბერძნეთი - 4
სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა - 3
უნგრეთი - 3
ავსტრია - 2
გერმანია - 2
დიდი ბრიტანეთი - 2
ისრაელი - 2
კანადა - 2
ჩილე - 2
ახალი ზელანდია - 1
თურქეთი - 1
იაპონია - 1
ჩინეთიდან - 1
ხორვატია - 1

ქართული ღვინოებიდან ოქროს მედლის მფლობელები გახდნენ:

„მარნაველის“ 2022 წლის საფერავი ქვევრი
„შატო მუხრანის“ 2021 წლის საიდუმლო კოლექცია
„კახური ღვინის მარნის“ 2023 წლის კაბერნე-საფერავი ქვევრი

ვერცხლის მედალი 35-მა ქართულმა ღვინომ მოიპოვა.

ქართული ღვინოების მიერ ასევე მოპოვებული იქნა 51 ბრინჯაოს მედალი.

სულ გაცემული 13671 მედლიდან ყველაზე მეტი მოიპოვეს:

საფრანგეთმა - 3208
იტალიამ - 2189
ესპანეთმა - 2020
ავსტრალიამ - 643
პორტუგალიამ - 548
სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკამ - 487
არგენტინამ - 422
ხორვატიამ - 384
კანადამ - 347
ჩილემ - 320
ახალმა ზელანდიამ - 303
აშშ-მა - 294
საბერძნეთმა - 242
სლოვენიამ - 211
დიდმა ბრიტანეთმა - 188
ჩინეთმა - 181
ავსტრია - 155
უნგრეთი - 152
ბრაზილია - 145
იაპონია - 118