სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2024 წლის იანვარ-ივლისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 12 564.5 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 1.6%-ით მეტია.
საქსტატის ცნობით, აქედან, ექსპორტი 3 530.0 მლნ. აშშ დოლარი იყო (შემცირდა 1.4%-ით), ხოლო იმპორტი 9 034.5 მლნ. აშშ დოლარი (გაიზარდა 2.9%-ით).
უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა კი 2024 წლის იანვარ-ივლისში 5 504.5 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა,რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 43.8%-ია.
საქართველოს საგარეო ვაჭრობის დეტალური მონაცემები მიმდინარე წლის 19 აგვისტოს გამოქვეყნდება.