მამუკა ხაზარაძე პროკურატურაში დაკითხეს. საგამოძიებო უწყებაში მასთან ერთად, ვახტანგ ბუცხრიკიძე და ზაზა კიკვაძეც იყვნენ. ბიზნესმენების დაკითხვა 5 საათი გაგრძელდა. მათი ინფორმაციით, საქმე ტექნო ბუმის მფლობელების მხრიდან ფულის შესაძლო გათეთრებას ეხება.

"ბევრი კითხვები ჰქონდათ და ჩვენც ვუპასუხეთ სრულად. როგორ შეიძლება იყო კმაყოფილი პროკურატურაში დაბარებით, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ ჩვენ დიდი ხანია გვინდა ეს საქმე კარგად იქნას შესწავლილი. ძალიან მოხარულები ვართ, რომ ეს შეხვედრა მოხდა და ჩვენ ვუპასუხეთ ყველა იმ კითხვაზე, რაც დაისვა. საქმე "ელიტ ელექტრონიქს" და "ტექნო ბუმს" ეხება", - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ ტელეკომპანია "რუსთავი 2"-თან საუბრისას.