დღეს, პირველ ივნისს გამართული ვაჭრობის შემდეგ ეროვნულმა ბანკმა ლარის ოფიციალური კურსები განაახლა.
ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ლარი დოლართან მიმართებით 0,2 თეთრით გამყარდა, ევროსთან მიმართებით კი 0.08 თეთრით და ხვალ 1 დოლარი 2.6673 ლარი ეღირება, 1 ევრო კი 3.1071 ლარი.
ეროვნული ბანკის საიტზე ოფიციალური გაცვლითი კურსების შესახებ განთავსებული მონაცემები ცხადყოფს, რომ ლარი დოლართან მიმართებით უფრო მყარი ბოლოს 2024 წლის 14 მარტს იყო. მაშინ 1 დოლარი 2.6586 ლარი ღირდა. იმავე დღეს ევროს ღირებულება 2.9061 ლარი იყო.




