13 ნოემბრის ვაჭრობის შედეგად ლარი დოლართან მიმართებით გაუფასურდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ერთი აშშ დოლარის ღირებულება 2.7091 ლარი გახდა. შესაბამისად, ცვლილებამ 0.32 თეთრი შეადგინა.
ამასთან, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებით 1.51 თეთრით გაუფასურდა, რის შედეგადაც ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 3.1461 ლარი გახდა.
გირვანქა სტერლინგთან მიმართებით კი ლარი 1.26 თეთრით გაუფასურდა, შედეგად ერთი ფუნტის ღირებულება 3.5633 ლარი გახდა.
ერთი ლირას კურსმა 6.41 თეთრი შეადგინა.




