აქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა, კახა კალაძემ ენერგეტიკის სექტორში განხორციელებული მიმდინარე და დაგეგმილი საინვესტიციო პროექტების ანგარიში წარდგენა.

“ბოლო 3 წლის განმავლობაში ენერგეტიკის სექტორში უცხოურმა პირდაპირმა ინვესტიციებმა შეადგინა დაახლოებით 522 მილიონი დოლარი. ჩვენ ინვესტიციებსი თვალსაზრისით ვართ მეორე ადგილზე, თუმცა გვაქვს რეალური შესაძლებლობა იმისა, რომ კიდევ უფრო მეტი გავაკეთოთ, კიდევ უფრო მეტი ვიმუშავოთ ამ დარგის განვითარებისთვის.

ბოლო სამი წლის განმავლობაში ენერგეტიკაში ადგილობრივი ბანკების როლი მნიშვნელოვნად არის გაზრდილი. ამის შედეგად ენერგეტიკის მიმართულებით 130 მილიონ დოლარზე მეტი ჩაიდო, საიდანაც 100 მილიონზე მეტით დაფინანსდა 16 ჰიდროელექტრო სადგურის პროექტი.

ქვეყნების განვითარება მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული ეკონომიკის განვითარებაზე, ბიზნესის ხელშეწყობასა და სხვადასხვა სექტორში უცხოური ინვესტიციების ზრდაზე”, – განაცხადა კალაძემ.