IWSC (International Wines and Spirits Competition) საქართველოში რიგით მეოთხე კონკურს ჩაატარებს. IWSC 2026 Wine & Spirits Judging in Georgia, გურჯაანის ღვინის ფესტივალთან დასაქართველოს ღვინის ეროვნულ სააგენტოსთანთანამშრომლობით, 24-28 ნოემბერს ბათუმშიგაიმართება.

ტრადიციისამებრ, IWSC საქართველოში საერთაშორისო მსაჯთა ვარსკვლავურ გუნდს ჩამოიყვანს, რომელთა გამოცდილებითა და ცოდნით კონკურსი უმაღლესი სტანდარტების დაცვით ჩატარდება. ჟიურის შემადგენლობას ქართული ღვინის ცნობილი ექსპერტი და IWSC-ის ჟიურის კომიტეტის წევრი, ღვინის მაგისტრი სარაებოტი უხელმძღვანელებს. მას შეუერთდებიან საერთაშორისო ჟიური, მათ შორის, ღვინის ბაიერები, უფროსი სომელიეები და კონსულტანტები.

გაგაცნობთ წლევანდელ კონკურსის ჟიურის უცხოელ წევრებს:

სანი ჰოჯი – ღვინის კონსულტანტი და ანტრეპრენერი. ცნობილია ღვინის ბიზნესის მართვაში თავისი ინოვაციური ხედვითა და თანამედროვე მიდგომებით.

რებეკა პალმერი – ბრიტანეთის ყველაზე ძველი ღვინის სავაჭრო ქსელის Corney & Barrow Ltd- ისშესყიდვების დირექტორი.

ადამ მიხოცკი – პოლონური Central Wines-ისხელმძღვანელი და ახალი ბრენდებისგულშემატკივარი, რომელიც ახალი იდეებითა დაინოვაციური მიდგომებით აძლიერებს ღვინისინდუსტრიის განვითარებას.

ჯოანა ნერანცი- 5 Hertford Street-ის უფროსისომელიე. 2025 წლის UK Sommelier of the Year-ისმეორე ადგილის მფლობელი.

დეივიდ კერმოდი – ღვინის მწერალი. BBC-ისყოფილი რედაქტორი, ამჟამად უძღვებაპოპულარულ პოდკასტს ღვინისა და სპირტიანისასმელების შესახებ.

სალვატორე კასტანო – ევროპის საუკეთესოსომელიე და Friarwood-ის ღვინის უფროსი სომელიედა ბაიერი.

ვილ ჰილი – Novel Wines-ის ღვინის შესყიდვებისდირექტორი. ექსპერტი ნაკლებად ცნობილიღვინის რეგიონების აღმოჩენაში, განსაკუთრებულიყურადღებით აღმოსავლეთ ევროპის უნიკალურიპოტენციალის მიმართ.

საერთაშორისო ექსპერტებთან ერთად, მსაჯთაგუნდს შეუერთდებიან ქართული ღვინისა დაალკოჰოლური სასმელების ადგილობრივისპეციალისტებიც, რომელთა ვინაობა უახლოესმომავალში გახდება ცნობილი. წინა წლებისმსგავსად, საერთაშორისო და ადგილობრივი ჟიურისაუკეთესო ღვინოებსა და სპირტიან სასმელებსგამოავლენს.

მნიშვნელოვანია, რომ ღონისძიება წელს, პირველად აჭარის რეგიონში, შავი ზღვისსანაპიროზე, ბათუმში გაიმართება, რაცსაერთაშორისო ჟიურის წევრებს მისცემსშესაძლებლობას დასავლეთ საქართველოსმდიდარ ღვინის კულტურას გაეცნონ. ესგამოცდილება ხელს შეუწყობს ადგილობრივიღვინოების ცნობადობის ზრდას და მათპოპულარიზაციას სხვადასხვა რეგიონში. ბოლოწლებში აჭარის რეგიონი მნიშვნელოვნადგანვითარდა და წარმოაჩინა თავისიმრავალფეროვანი ადგილწარმოშობის ვაზისჯიშების პოტენციალი.

ღვინის საერთაშორისო კონკურსზე IWSC 2026 Wine & Spirits Judging in Georgia მონაწილეთარეგისტრაცია დაიწყო. კონკურსში მონაწილეობისმისაღებად რეგისტრაცია IWSC-ის ოფიციალურვებგვერდზე 1 ოქტომბერს გაიხსნა და 1 თვისგანმავლობაში იქნება შესაძლებელი. დარეგისტრირებული ნიმუშების მიწოდებამოხდება 10-დან 17 ნოემბრის ჩათვლით ღვინისეროვნულ სააგენტოში (მის: მარშალ გელოვანისგამზირი #6) ქართველ მწარმოებლებს კიდევერთხელ მიეცემათ შესაძლებლობა, წარმოაჩინონთავიანთი უნიკალური პროდუქცია საერთაშორისოასპარეზზე.

ღვინის საერთაშორისო კონკურსის IWSC 2026 Wine and Spirits Judging in Georgia სპონსორია მეღვინეობა„თელიანი ველი“.