2024 წლის ბიუჯეტი 28 მილიარდ 500 მილიონი ლარი იქნება, შედარებისთვის, 2012 წელს ბიუჯეტი იყო თითქმის 9 მილიარდამდე და 11 წელიწადში თითქმის 20მილიარდიანი ზრდა გვაქვს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, 11წელიწადში მთავრობის მუშაობის შედეგად შთამბეჭდავი შედეგებია სახეზე.

„ჯამში, მეგობრებო,  ბიუჯეტის გადამუშავებული ვარიანტი გაიზრდება 700vმილიონით, როგორც მოგახსენეთ და მთლიანი  ნაერთი ბიუჯეტი შეადგენს უკვე  28 მილიარდ 500 მილიონ ლარს. 28მილიარდ 500 მილიონი ლარი იქნება 2024წლის ბიუჯეტი. შედარებისთვის, მინდა გითხრათ, რომ 2012 წელს ბიუჯეტი იყო თითქმის 9 მილიარდამდე, დაახლოებით,რვა და რაღაც, თუ არ ვცდები, ანუ თითქმის 20 მილიარდიანი ზრდა გვაქვს 11წელიწადში. აი ეს საკმაოდ შთამბეჭდავი შედეგი გვაქვს ჩვენი გუნდის მუშაობის“,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.