ავიღოთ დღევანდელი ვითარება - რევოლუციაზე მეტი უბედურება რა უნდა დაანონსდეს ეკონომიკისთვისა და ბიზნესებისთვის? წარმოვიდგინოთ, რომ საზოგადოებას ამ რევოლუციის სჯერა. ახლა იცით, რა უნდა ხდებოდეს? ეკონომიკური აქტივობა უნდა იყოს დაცემული, ადამიანები უნდა იშორებდნენ კაპიტალს, ბანკებიდან უნდა გამოჰქონდეთ ფული, უნდა ცარიელდებოდეს ბანკომატები, ანაბრებიდან თანხები უნდა გამოიტანონ." - ამის შესახებ „ბიზნესს ინსაიდერ ჯორჯიას“ დამფუძნებელმა გიორგი აბაშიშვილმა გადაცემაში „არჩევანის პირისპირ“ განაცხადა. 

"ახლა რასაც ვუყურებთ, მსგავსი ტიპის ქცევა არ ფიქსირდება. ეს მიუთითებს იმაზე, რომ გაცილებით მედეგი გახდა საზოგადოება ფუჭი შიშების მიმართ, რომლებსაც ქმნიან. როდესაც საზოგადოება რაღაცაზე რეაგირებს, ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ ვინც აშინებს, იმას ემხრობა. უბრალოდ ეშინია, როცა რაღაც ტიპის პრობლემა იქმნება. ეკონომიკური ვარდნა იქნებოდა ახლა, მაშინ, როცა ჩვენ ვსაუბრობთ 8%-იან ზრდაზე“, - განაცხადა აბაშიშვილმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ ამ ტენდენციას საერთაშორისო სავალუტო ფონდიც ადასტურებს, რომელმაც საქართველოს ეკონომიკური აქტივობის ზრდის პროგნოზი 6-დან 7.2%-მდე გაზარდა.