სულ რამდენიმე საათის წინ სარეიტინგო სააგენტო Fitch Ratings-მა მორიგი ეკონომიკური დეზინფორმაცია/მითი გააქარწყლა! - ამის შესახებ “ბიზნეს ინსაიდერ საქართველოს” დამფუძნებელი, გიორგი აბაშიშვილი, სოციალურ ქსელში წერს. 

როგორც აბაშიშვილი აცხადებს, Fitch-მა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი კვლავ “BB” დონეზე დაადასტურა, 2025 წლის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელს 5.3-დან 5.6 პროცენტამდე ზრდის, ხოლო, ინფლაციას, მიზნობრივი მაჩვენებლის ირგვლივ - 3.2 პროცენტზე პროგნოზორებს. “სულ რამდენიმე საათის წინ სარეიტინგო სააგენტო Fitch Ratings-მა მორიგი ეკონომიკური დეზინფორმაცია/მითი გააქარწყლა! მითი საქართველოს ეკონომიკა 2025-ის მინუს 2 ან მინუს 3.4 პროცენტის შემქმნელები ამბობდნენ:

“დიდი შანსია Fitch-მა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი შეამციროს” - იანვარი რეალობა/ფაქტი - Fitch-ის 30 მაისის განახლება

• საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Fitch-მა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი კვლავ “BB” დონეზე დაადასტურა

• Fitch ზრდის საქართველოს 2025 წლის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელს 5.3-დან 5.6 პროცენტამდე

• Fitch ინფლაციას მიზნობრივი მაჩვენებლის ირგვლივ - 3.2 პროცენტზე პროგნოზორებს,” - წერს გიორგი აბაშიშვილი.