GPS მონიტორინგის ლიდერი კომპანია, GeoGPS-ის კვლევის თანახმად, ყოველწლიურად, ქართული საშუალო და მსხვილი ორგანიზაციები, მხოლოდ საწვავის დანაკარგით, დაახლოებით 20-30%-ს ზარალობენ.

ამ ვითარებას მენეჯერთა დიდი ნაწილი ხვდება, მაგრამ მათ ხელთ არანაირი საბუთი არ აქვთ, რაც მტკიცებულება იქნებოდა. შესაბამისად, ამჟამად მხოლოდ მძღოლებისადმი უნდობლობა არსებობს, რაც გარკვუელწილად, კეთილსინდისიერი მძღოლების უკმაყოფილებას იწვევს.

ისინი პირნათლად ემსახურებიან საკუთარ საქმეს, მაგრამ დამქირავებელი მაინც მიიჩნევს, რომ ისინი საწვავს იპარავენ. ხშირად, ასეც ხდება და ძალიან ბევრი შემთხვევაა, როცა საწვავის მოპარვასთან ერთად ქონებისადმი დაუდევრად მოპყრობა ფიქსირდება. მარშუტები არაეფექტურად იგეგმება და ა.შ.

სწორედ ამ გამოწვევების დაძლევისთვის, GeoGPS, ბაზარზე, Wialon Local-ის ახალ ტექნოლოგიას ნერგავს, რომელიც ნებისმიერ მენეჯერს, გაუთვალისწინებელი ხარჯებისგან თავის დაღწევის საშუალებას მისცემს. გამარტივებული და თანამედროვე სტანდარტებს მორგებული ინტერფეისით კი, ავტოპარკის მუდმივ კონტროლს შეძლებს.

სამშაბათს, 5 მაისს, GeoGPS პარტნიორებს, არსებული კვლევის შედეგებს წარუდგენს და ახალი პროდუქტის პრეზენტაციას გამართავს.

“ჩვენ გვესმის, რომ ქვეყანაში, GPS მონიტორინგის გამოყენების თაობაზე გარკვეული მითები არსებობს, სწორედ ამიტომ, გვსურს, რომ ნებისმიერ მენეჯერს ის მეთოდებიც ვასწავლოთ, რაც ჩვენთვისაა ცნობილი და როგორც სარგებლობენ არაკეთილსინდისიერი მძღოლები”, – აცხადებს კომპანიის დირექტორი, დავით მუმლაძე.

“ჩვენ საერთაშორისო სტანდარტების პროდუქტი შემოვიტანეთ, რომლითაც მსოფლიოს წამყვანი კომპანიები სარგებლობენ. ერთ-ერთ გადამზიდავ კომპანიას, GPS სისტემის იმპლიმენტაციის შემდეგ, საწვავის ხარჯი 50%-ით გაეზარდა, სამაგიეროდ, მის მიერ შესრულებული სამუშაოს სისწრაფეც 2-ჯერ გაიზარდა, ხოლო სამუშაოს რაოდენობა – 100%-ით, რამაც მისი შემოსავლები მნიშვნელოვნად გაზარდა.

დასკვნა: არ უნდა შეგვეშინდეს ხარჯის ზრდის, საშიში – არაეფექტური ხარჯია”, – აცხადებს ბიზნესის განვითარების მენეჯერი, გიორგი კალაძე.