თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის ინიციატივით, 22 აპრილს, „ახალგაზრდების სოციალური მეწარმეობის პროექტების ხელშეწყობის პროგრამის“ პრეზენტაციას გაიმართება. ღონისძიებაზე საქალაქო სამსახურის უფროსი ირაკლი გვილავა დაინტერესებულ პირებს პროგრამის დეტალებს, მონაწილეობის პირობებსა და გასული წლების შედეგებს გააცნობს.
პროგრამა „ახალგაზრდების სოციალური მეწარმეობის პროექტების ხელშეწყობა“ 2022 წელს თბილისის მერიის ინიციატივით ამოქმედდა. ის ითვალისწინებს ახალგაზრდების მიერ არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ფორმით დაფუძნებული სოციალური საწარმოების ფინანსურ მხარდაჭერას და ბიზნესს მოდელზე დაფუძნებული პროექტების განხორციელებას, რომელსაც ექნება ერთის მხრივ, სოციალური, მეორეს მხრივ, ეკონომიკური მიზანი. პროგრამა, ასევე, მოემსახურება შემოსავლის მიღებას და ახალგაზრდების სოციალურ- ეკონომიკურ გაძლიერებას.