რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაფინანსება განისაზღვრა 3 მილიარდ 232  მილიონი ლარის ოდენობით,  რომელიც ძირითადი პროგრამების მიხედვით გადანაწილებულია შემდეგი მოცულობებით:

საგზაო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების ღონისძიებები - 1 მილიარდ 678 მილიონი ლარი;

 რეგიონული და მუნიციპალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია - 139 მილიონი ლარი;

წყალმომარაგების ინფრასტრუქტურის აღდგენა-რეაბილიტაცია - 285 მილიონი ლარი.

მიმდინარე წელს გამოყოფილ თანხასთან ერთად, პროგრამის ჯამური ბიუჯეტი შეადგენს 565 მილიონ ლარს;

საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის მშენებლობა და რეაბილიტაცია - 620 მილიონი  ლარი; 

ტურისტული ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების ღონისძიებები - 100 მილიონი ლარი;

 სპორტული ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია - 300 მილიონი ლარი.