გუშინ, 19 ივნისს, საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა საქონლით საგარეო ვაჭრობის შესახებ იანვარ-მაისის მონაცემები გამოაქვეყნა.

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემების თანახმად, 2023 წლის იანვარ-მაისში საქართველოდან ექპორტზე გატანილია 29 მილიონ 897 ათას 900 დოლარის ელექტროენერგია, რაც წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს 6 მილიონ 138 ათას 700 დოლარით ანუ 25,8%-ით აღემატება.

იმპორტით* შემოტანილ ელექტროენერგიაზე მიმდინარე წლის ხუთ თვეში 766 600 დოლარი, რაც წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე 33 მილიონ 974 ათას 300 დოლარით ანუ 97,8%-ით ნაკლებია.

ესკოს მონაცემების თანახმად, მიმდინარე წლის იანვარ-მაისში ექსპორტზე გატანილია 415 მილიონ  892 ათასი კვტსთ ელექტროენერგია, რაც წინა წლის მაჩვენებელს 143 მილიონ 792 ათასი კვტსთ-ით ანუ 52,8%-ით აღემატება

იმპორტით შემოტანილი ელექტროენერგიის მოცულობამ 2023 წლის ხუთ თვეში 11 მილიონ 439 ათასი კვტსთ შეადგინა, რაც წინა წლის პირველი ხუთი თვის მაჩვენებელზე 407 მილიონ 671 ათასით ანუ 97,8%-ით ნაკლებია.

აღნიშნულ მონაცემები ცხადყოფს, რომ იმპორტით შემოსული კვტსთ ელექტროენერგიის ფასი გასული წლის იანვარ-მაისში 6,66 ცენტი იყო, წელს კი 6,70 ცენტია

იმპორტირებული ელექტროენერგიის ერთეულის ფასისგან განსხვავებით მნიშვნელოვნადაა შეცვლილი ექსპორტზე გატანილი ელექტროენერგიის ფასი.

2022 წლის იანვარ-მაისში ექსპორტზე გატანილი კვტსთ ელექტროენერგიის ფასი 8,73 ცენტი იყო, წელს კი 7,19 ცენტია. მაშასადამე, ფასი 1,54 ცენტით ანუ 17,64%-ით არის შემცირებული.

იანვარ-მაისის მონაცემების თანახმად, საქართველოდან თურქეთში ექსპორტირებული უმსხვილესი სასაქონლო ჯგუფების ჩამონათვალში ელექტროენერგია პირველ ადგილზეა.

*იმპორტირებული ელექტროენერგიის მოცულობა არ მოიცავს იმ ნაწილს, რომელშიც საქართველო თანხას არ იხდის და რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთს რუსეთისგან საქართველოს ელექტროსისტემის გავლით მიეწოდება.