სენაკში სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოები იწყება.

,,სტიქიის შედეგების აღმოსაფხვრელად, ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლება ერთობლივი ღონისძიებების განხორციელებას ვიწყებთ.

ეს დღეები, ზარალის დამთვლელი კომისიის მიერ მიმდინარეობდა ზარალის დათვლა, 24 საათიან რეჟიმში მუშაობდნენ რეაგირების ჯგუფები.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილების შესაბამისად, ვიწყებთ ყველა პრობლემის მოგვარებას, რომელიც სტიქიის გამო მუნიციპალიტეტში შეიქმნა. პარალელურ რეჟიმში, დაჩქარებული ტემპით განვახორციელებთ ძლიერი ქარის შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენით სამუშაოებს“ - აღნიშნა სენაკის მუნიციპალიტეტის მერმა, ვახტანგ გადელიამ.