სად წასულან „ნაციონალური მოძრაობიდან“, რომ ახლა ბრუნდებიან, ეს სახელების გადარქმევა და ნიღბების გაკეთება, თითქოს დღეს მე ვარ „ნაციონალური მოძრაობა“, ხვალ არ ვარ და ზეგ ვარ, ჩვენმა საზოგადოებამ არაერთხელ ნახა და ამას არავინ იჯერებს, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომლის მიხედვით, ხატია დეკანოიძე „ნაციონალურ მოძრაობაში“ ბრუნდება.

„იუმორით ვუყურებთ ამ ყველაფერს. საზოგადოებამ იცის, ცალ მხარეს არის „ქართული ოცნება“, მეორე მხარეს არის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ თავისი სექტორებით, დანაყოფებით, სტრუქტურებს იცვლიან, ამორფულად მოძრაობენ, მაგრამ, საბოლოო ჯამში, ეს არის ერთი ორგანიზმი, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, ამიტომ ამაში გასაკვირი არაფერი არ არის“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.