კახა კალაძე: რატომ უნდა დავჯდე დებატებში ელისაშვილთან და არა კუკავასთან ან გუგავასთან?!

რატომ უნდა დავჯდე დებატებში ელისაშვილთან და არა კუკავასთან ან გუგავასთან, – ამის შესახებ კახა კალაძემ "ტვ პირველის" ეთერში, გადაცემა "რეაქციაში" განაცხადა. 

"ალეკო ელისაშვილთან რატომ უნდა დავჯდე დებატებში?! 7 ოპოზიციური მერობის კანდიდატია წარმოდგენილი საარჩევნო პროცესში. რატომ არ უნდა დავჯდე მაგალითად კახა კუკავასთან? ან თუნდაც გუგავასთან?! შემოთავაზება გაკეთებული აქვთ ტელევიზიებს და შესაბამისად ვიღებთ მონაწილეობას ამ დებატებში, არცერთს არ გავქცევივართ. როგორც იყო შეთანხმება მას გავაგრძელებთ", – განაცხადა კახა კალაძემ. 

კითხვაზე, ყველა კანდიდატთან ექნება დებატები? – კალაძე ასე პასუხობს:

"ყოვედღიურ რეჟიმში მაქვს შეხვედრები მოსახლეობასთან და მათთან ერთად ვსაუბრობ პროექტებზე და პრობლემებზე. სხვა კანდიდატები არ ვიცი სად ხვდებიან მოსახლეობას და საერთოდ ატარებენ თუ არა საარჩევნო კამპანიას", – განაცხადა კახა კალაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...