ჩვეულებრივი სისულელეა, მოსახლეობისთვის სათქმელი აღარაფერი აქვთ და რაღაცებს იგონებენ - ასე გამოეხმაურა თბილისის მერი მედიის მიერ დასმულ კითხვას არჩევნების შემდეგ „ტექნიკური მთავრობის“ შექმნის პერსპექტივაზე.
მისივე განმარტებით, ქვეყანას ჰყავს მმართველი ძალა, რომელიც არჩევნებში კონსტიტუციურ უმრავლესობას მოიპოვებს და ქვეყანაში მშვიდობასა და ეკონომიკურ განვითარებას უზრუნველყოფს.
სრული აბსურდია „ტექნიკური მთავრობის“ შექმნასთან დაკავშირებული განცხადება, რაც ამ შემთხვევაში, უცხოელებმა სალომე ზურაბიშვილს გააჟღერებინეს. ქვეყანაში არ არის არანაირი ტექნიკური მთავრობის აუცილებლობა. ამის შესაძლებლობა ვერავის ექნება, რადგან ქვეყანას ჰყავს მმართველი ძალა - „ქართული ოცნება“. ის ქართველი ხალხის დახმარებით ხელისუფლებაში კონსტიტუციური უმრავლესობით მოვა. ხალხი მარტივად ხედავს დღევანდელ მოცემულობას, მოწოდებებს მეორე ფრონტის გახსნასთან დაკავშირებით. ეს საფრთხეები არსად წასულა, ჯერაც არსებობს. ჩვენ ვართ ის გუნდი, ვინც შეინარჩუნებს ქვეყანაში მშვიდობას, ეკონომიკურ განვითარებას. ეს მოიტანს კეთილდღეობას, რასაც ამ ქვეყნის ნებისმიერი მცხოვრები იგრძნობს“, - განაცხადა კახა კალაძემ.