ნინო ლომჯარიას წარმოჩენა „არანაციონალად“, ეს მართლა საოცრებაა, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძემ მედიასთან "ხალხის ძალის" დღევანდელი განცხადების შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

„ეს ყოველ ჯერზე ხდება, ნამდვილად ასე იყო, რომ მუდმივად ცდილობენ, წარმოაჩინონ „არანაცებად“ „ნაცები“, ასე შექმნან ცალკე ხაზები საარჩევნოდ. გახარია ამის მაგალითი იყო, კიდე ვიზე იყო საუბარი, არ ვიცი, თუმცა ჩავარდა ეს პროექტი, საერთოდ არ არის საინტერესო. რაც შეეხება ლომჯარიას წარმოჩენას „არანაციონალად“ ეს მართლა საოცრებაა, ვინ გეგმავს ასეთ რაღაცებს უბრალოდ წარმოუდგენელია“- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.