„ნაცმოძრაობის“ და კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ დაშლა დადებითი პროცესია, ეს გააძლიერებს ჩვენს დემოკრატიულ სისტემას, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

კობახიძემ უპასუხა ჟურნალისტის კითხვას, რომლის თანახმადაც: „ახალციხეში დატოვეს პარტია, საუბრობენ ხაბეიშვილის მხრიდან რეპრესიებზე. რა პროცესები მიდის პარტიაში? პარტიის წევრებს შორის გაიშალა შიდა ფრონტები, სადამდე მიიყავნს ეს პარტიას, განსაკუთრებით არჩევნების წინ?“.

„ისე იშლება არა მარტო „ნაცმოძრაობა“, როგორც პარტია, არამედ მთლიანად რადიკალური ოპოზიცია, რომ მეშინია, შემდეგ პარლამენტში მარტო არ შევიდეთ, მარტო გადავლახოთ ბარიერი, თანდათან აქეთკენ მიდის ეს პროცესები. მთლიანობაში, „ნაცმოძრაობის“ და კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ დაშლა არის დადებითი პროცესი. ეს გააძლიერებს ჩვენს დემოკრატიულ სისტემას“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.