„ნაცმოძრაობის“ და კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ დაშლა დადებითი პროცესია, ეს გააძლიერებს ჩვენს დემოკრატიულ სისტემას, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

კობახიძემ უპასუხა ჟურნალისტის კითხვას, რომლის თანახმადაც: „ახალციხეში დატოვეს პარტია, რა პროცესები მიდის „ნაციონალურ მოძრაობაში“.

„ასე იშლება არამარტო „ნაცმოძრაობა“, როგორც პარტია, არამედ მთლიანად რადიკალური ოპოზიცია. მთლიანობაში „ნაცმოძრაობის“ და კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ დაშლა არის დადებითი პროცესი. ეს გააძლიერებს ჩვენს დემოკრატიულ სისტემას“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.