ირაკლი ღარიბაშვილი ლატვიელ კოლეგას ლატვიის რესპუბლიკის გამოცხადების დღეს ულოცავს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ლატვიელ კოლეგას ლაიმდოტა სტრაუიუმას ეროვნულ დღესასწაულს, ლატვიის რესპუბლიკის გამოცხადების დღეს ულოცავს.

მთავრობის მეთაური ხაზგასმით აღნიშნავს ორი ქვეყნის განსაკუთრებულ მეგობრულ ურთიერთობებს და ლატვიის მთავრობას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე ევროპული ინტეგრაციისა და ნატოში გაწევრიანების მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის.

„წელს ლატვიას უკვე ორჯერ ვეწვიე. თქვენთან და სხვა ოფიციალურ წარმომადგენლებთან პროდუქტიული ორმხრივი შეხვედრების გარდა, მე მქონდა შესაძლებლობა, თავად მენახა ლატვიის დაუღალავი შრომის შედეგი ევროკავშირის თავმჯდომარეობის პერიოდში დასახული მიზნების მიღწევის თვალსაზრისით. თქვენი აღმატებულებავ, კიდევ ერთხელ გილოცავთ დღესასწაულს“, – ნათქვამია ირაკლი ღარიბაშვილის მილოცვაში.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...