გიორგი მარგველაშვილი: როდესაც კანონი მოვა ჩემთან, მაშინ გადავწყვეტ ვეტოს საკითხს

"ჩემთვის გაუგებარი იყო რატომ დაიწყო "ეროვნულ ბანკზე" ასეთი ფორსირებული შეტევა,  ასევე გაუგებარია, რატომ ხდება ასეთი ფორსირებული შეტევა საკონსტიტუციო სასამართლოზე, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა ტელეკომპანია "რიონის" ეთერში განაცხადა. 

პრეზიდენტის თქმით, მისთვის გაუგებარია რატომ ცდილობენ, ისეთი სახელმწიფო ინსტიტუტების მოშლას, რაზეც ქვეყნის სტაბილურობაა დაფუძნებული. 

"როგორც კი ეს პროცესი დაიწყო,  ჩემი კოლეგების მხრიდან მაშინვე დაისვა კითხვები, ასევე ჩემი გუნდს წევრების მხრიდან, რა საჭიროებას წარმოადგენს ამ კანონის ასე ფორსირებულ რეჟიმში გატანა?! რატომ არ ხდება ამ კანონის ვენეცის კომისიაში გაგზავნა?! რატომ არ არიან აქტიურად ჩართული ამ განხილვაში საკონსტიტუციო სასამართლოს წარმომადგენლები?" – აღნიშნა პრედენტმა.

მარგველაშვილის განცხადებით "საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ" კანონზე მისი დამოკიდებულება ნეგატიურია. თუმცა, ჯერ არ აქვს გადაწყვეტილი დაადებს თუარა ვეტოს, რადგან კანონპროექტს არ იცნობს პუნქტობრივად.

"მე არაერთხელ დავაფიქსირე, ჩემი ნეგატიური დამოკიდებულება ამ კანონის მიმართ. არ შეიძლება ქვეყნის ფუნდამენტური სტრუქტურების თემით მუდმივად თამაში და ამ სტრუქტურების მუდივი რყევა. ჯერჯერობთ პარლამენტს კანონპროექტი ჩემთან არ გამოუგზავნია. მე გესაუბრებთ იმ პუნქტების შესახებ რაც ვიცი.

იმისთვის რომ გითხრათ ვეტო იქნება თუ არა კანონს უნდა გავეცნო პუნქტობრივად . ჩემი განწყობა უარყოფითია. რამდენადაც მე ვიცი, პროცედურული დარღვევებით წარიმართა განხილვა. გარდა ამისა მე ტენდენცია არ მომწონს. ის რომ, შეარყიონ ყველა ინსტიტუტი. მთელ ამ ხელების გადაგრეხვაში სახელმწიფო ინსტიტუტებისთვის, ვინ ძლიერდება?! გარდა იმისა, რომ სუსტდება სახელმწიფო სტაბილურობა. როდესაც კანონი მოვა ჩემთან და გავეცნობი მაშინ გადავწყვეტ ვეტოს საკითხს",- განაცხადა მარგველაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტმა "საკონსტიტუცო სასამართლოს შესახებ" კანონი 81 ხმით არცერთის წინააღმდეგ მიიღო. კანონპროექტის განხილვიას, თან ახლდა პროტესტი "ნაცმოძრაობის" მხრიდან და  მოწოდება საქართველოს პრეზიდენტისადმი, რომ კანონს ვეტო დაადოს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...