ქალბატონ პრეზიდენტზე კომენტარს არ ვაკეთებ ხოლმე, მაგრამ მესმის, რომ სააკაშვილის გადარჩენა არცერთი სახელისუფლებო სტრუქტურის ინტერესებში არ შედის - ამის შესახებ საქართველოს მეოთხე პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.

„ვცდილობ გავაგებინო საზოგადოებას, მარტივი ჭეშმარიტებები, რომ ადამიანის წამება არ შეიძლება და მესამე პრეზიდენტსაც თუ რუსების დავალებით მოვკლავთ, ცუდი მომავალი გვექნება, როგორც სახელმწიფოს. ეს მარტივი, პოლიტიკურ კონტექსტს გაცდენილი ჭეშმარიტებაა.

ქალბატონ პრეზიდენტზე კომენტარს საერთოდ არ ვაკეთებ ხოლმე, მაგრამ მესმის, რომ სააკაშვილის გადარჩენა არ შედის არცერთი სახელისუფლებო სტრუქტურის ინტერესებში, მაგრამ კიდევ ერთხელ ხაზს გავუსვამ, ეს რის საქართველოსთვის საჭირო, რომ არ ვიყოთ სადისტები და გვქონდეს ევროპული პერსპექტივა“- აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.