ესპანეთის ლა ლიგაში ბოლო ტურის შეხვედრები დასრულდა.

გიორგი ქოჩორაშვილის „ლევანტემ“, რომელმაც ბოლოსწინა ტურში გაინაღდა ლა ლიგა 1-ის საგზური, სახლში „ეიბარი“ დაამარცხა და ლა ლიგაში ასპარეზობა პირველ ადგილზე დაასრულა.

გიორგი ქოჩორაშვილი მინდორზე 85-ე წუთზე შევიდა.

„ლევანტე“ - „ეიბარი“ 1:0(0:0)
გოლი: 85' დელა, თერთმეტმეტრიანიდან


გიორგი წიტაიშვილის „გრანადას“ გასვლაზე „სანტანდერთან“ გამარჯვება ესაჭიროებოდა ლა ლიგა1-ში დასაწინაურებელ პლეი-ოფში მოსახვედრად. 

შეხვედრის პირველივე წუთზე გიორგი წიტაიშვილის გადაცემის შემდეგ აბდერაჰმან რებახმა სტუმრები დააწინაურა.

მასპინძლებმა გოლი სწრაფად გაქვითეს, პირველი ტაიმის მიწურულს კი რიცხობრივ უპირატესობაში დარჩნენ.

„გრანადა“ მეორე ტაიმში თავს კარგად იცავდა და თავის შანსს ელოდებოდა. შეხვედრის მიწურულს გუნდის დასახმარებლად ძალზე წინ გამოსული მეკარის გადაცემა მასპინძლებმა ჩაჭრეს და მოედნის ცენტრიდან ბურთი ცარიელ კარში ზუსტად გაგზავნეს.

გიორგი წიტაიშვილმა (Flashscore - 6,7) 71-ე წუთზე გაფრთხილება მიღოი და იგი მწვრნემა სამი წუთის შემდეგ შეცვალა.

„რასინგი სანტანდერი“ - „გრანადა“ 2:1(1:1)
გოლები: 1' აბდერაჰმან რებახი 0:1, 9' ხუან არანა 1:1, 90+6' მარკო სანგალი 2:1
გაძევება: 45+6' კარლოს ნევა („გრანადა“, წითელი ბარათი)