კრწანისში, წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივი ცენტრის (JTEC) სიმულაციების, კავშირგაბმულობისა და საინფორმაციო სისტემების ცენტრში მრავალეროვნული ლოჯისტიკური სამეთაურო- საშტაბო სწავლება IEL MILU 2025 დასრულდა. სწავლებაში რუმინეთის, ხორვატიის, ბულგარეთისა და საქართველოს თავდაცვის ძალების სამხედრო მოსამსახურეები
მონაწილეობდნენ.
სწავლებაში მონაწილე სამხედრო მოსამსახურეებს შესაბამისი სერტიფიკატები გადაეცათ.
ღონისძიების ბოლოს ხორვატიის წარმომადგენლისთვის სწავლების სიმბოლური დროშის გადაცემის ცერემონია გაიმართა, რაც იმას ნიშნავს, რომ 2026 წელს IEL MILU-ის მასპინძელი ქვეყანა ხორვატია იქნება.
სამეთაურო-საშტაბო სწავლების მიზანი იყო მტრულ გარემოში მოქმედებების დროს ამოცანების დაგეგმვასა და აღსრულებისას ინტეგრირებული ლოჯისტიკური ქვედანაყოფების შესაძლებლობების დახვეწა და გაუმჯობესება. სწავლება ორ ფაზად ჩატარდა და საველე ელემენტსაც მოიცავდა, რომლის ფარგლებშიც ვაზიანის სასროლეთზე გამნაღმველთა ჯგუფმა აუფეთქებელი საბრძოლო მასალა გააუვნებელყო.
IEL MILU საქართველოს, რუმინეთის, ხორვატიისა და ბულგარეთის რესპუბლიკებს შორის გაფორმებული ურთიერთგაგების მემორანდუმის საფუძველზე, როტაციული პრინციპით, ყოველ წელს ტარდება.