საფრანგეთის ლიგა 1-ში ოცდამეთერმეტე ტურის შეხვერები ოცდამეთერთმეტე ტურის შეხვედრები მიმდინარეობს

ზურიკო დავითაშვილის „სენტ-ეტიენი“ სტრასბურგში შეხვედრის 63-ე წუთამდე უმკლავდებოდა მასპინძლებს, შემდეგ კი ორი გოლი გაუშვა და დამარცხდა.

სტუმართა რიგებში საუკეთესო მათ მიერ გატანილი ერთადერთი გოლის ავტორი, ზურიკო დავითაშვილი (Flashscore - 7,4) იყო.

„სტრასბურგი“ - „სენტ-ეტიენი“ 3:1(1:1)
გოლები: 7' დიეგო მორეირა 1:0, 19' ზურიკო დავითაშვილი 1:1, 63' ემანუელ ემეგა 2:1, 83' დილან ბაკვა 3:1


გიორგი მიქაუტაძის „ლიონმა“ მანჩესტერში სასწაულებრივად და სენ-ეტიენში მოულოდნელად წაგებული მატჩების შემდეგ სახლში „რენი“ დამაჯერებლად დაამარცხა და ჩემპიონთა ლიგაზე გამსვლელ ოთხეულისკენ გადადგა ნაბიჯი.

ალექსანდრ ლაკაზეტის ნაცვლად მინდორზე 76-ე წუთზე შესულმა გიორგი მიქაუტაძემ (Flashscore - 7,7) გოლი 77-ე წუთზე გაიტანა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

„ლიონი“ - „რენი“ 4:1(3:0)
გოლები: 8' მალიკ ფოფანა 1:0, 25' კორენტინ ტოლისო 2:0, 39' ალექსანდრ ლაკაზეტი 3:0, 50' მოჰამედ მეიტე 3:1, 77' გიორგი მიქაუტაძე 4:1


„სენტ-ეტიენის" და „ლიონის“ დარჩენილი შეხვედრების განრიგი:

4 მაისი „სენტ-ეტიენი“ - „მონაკო“
„ლიონი“ - „ლანსი“

11 მაისი
„რეიმსი“ - „სენტ-ეტიენი“
„მონაკო“ - „ლიონი“

18 მაისი
„სენ-ეტიენი“ - „ტულუზა“
„ლიონი“ - „ანჟე"