ყირგიზეთის დედაქალაქში დასრულდა მსოფლიო ჩემპიონატი სამბოში.

ქართველმა სამბისტებმა მსოფლიო ჩემპიონატზე გათამაშებული 31 ოქროს, 31 ვერცხლის და 62 ბრინჯაოს მედლიდან ერთი ვერცხლის და ხუთი ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს და ამ მაჩვენებლით ჩემპიონატის მონაწილე 44 გუნდს შორის მე-11 ადგილი დაიკავეს.

ქართველი სამბისტებიდან მედლები მოიპოვეს:

სპორტული სამბოში
ვახტანგ ჩიდრაშვილმა (58კგ)- ბრინჯაო
ავთო მუკბანიანმა (64კგ)- ვერცხლი
ელენე ქებაძემ (+80კგ) ბრინჯაო

საბრძოლო სამბოში
ლუკა წიქვაძემ (79კგ) ბრინჯაო
გიორგი ეგნატაშვილმა (88კგ) ბრინჯაო

პარასამბო
მიშიკო შიობრიშვილმა (79კგ) ბრინჯაო

ჩემპიონატის საპრიზო ფონდი 341 ათასი დოლარი იყო. ოქროს მედლის მოპოვებისთვის  ჯილდო 4000 დოლარი იყო, ვერცხლის მედლისთვის - 3000 დოლარი, ბრინჯაოს მედლისთვის კი 2000 დოლარი.