პროფესორი ზურაბ კახაბრიშვილი სამბოს მსოფლიო ფედერაციის (FIAS) სამედიცინო და ანტიდოპინგურ კომისიას უხელმძღვანელებს

.ყირგიზეთის დედაქალაქ ბიშკეკში, 8 ნოემბერს, სამბოს საერთაშორისო ფედერაციის საარჩევნო კონგრესი გაიმართა, სადაც გარდა აღმასრულებელი კომიტეტისა, ორგანიზაციის სხვადასხვა კომისიების ხელმძღვანელი პირები აირჩიეს.საქართველოს სპორტული მედიცინის ასოციაციის პრეზიდენტი, პროფ. ზურაბ კახაბრიშვილი ერთხმად იქნა არჩეული სამედიცინო და ანტიდოპინური კომისიის თავმჯდომარედ.

კომისია აერთიანებს ისეთ ქვეყნებს, როგორიც არის ამერიკის შეერთებული შტატები, უკრაინა, მაროკო, ბრაზილია, კოლუმბია და ა.შ. ყირგიზეთის დედაქალაქი ახლა სამბოს მსოფლიო ჩემპიონატს მასპინძლობს, სადაც შეჯიბრის მთავარი ექიმის რანგში მუშაობს პროფ. კახაბრიშვილი.ვულოცავთ ასოციაციის პრეზიდენტს, მორიგ საერთაშორისო აღიარებას!