ხაშურის მუნიციპალიტეტის მერი პაატა ჩადუნელი მხარეთმცოდნეობის მუზეუმში ახალგაზრდა მხატვრის, მარიამ გიორგობიანის პერსონალური გამოფენის გახსნას დაესწრო.
„მოხარული ვარ, რომ მუზეუმი მსგავსი სახის ღონისძიებებს მასპინძლობს. ეს განსაკუთრებით ხელს უწყობს ადგილობრივ ახალგაზრებში ახალი ინიციატივების, შემოქმედებითი მოტივაციისა და ინდივიდუალური ხედვის ჩამოყალიბებას. წარმატებას ვუსურვებ გამოფენის ავტორს შემოქმედებით საქმიანობაში. ჩვენი მუნიციპალიტეტი კი მუდამ მზად არის ხელი შეუწყოს ხელოვნებისა და კულტურის განვითარებას.“ - აღნიშნა მუნიციპალიტეტის მერმა. მერთან ერთად ღონისძიებას საკრებულოს თავმჯდომარე ნინო ლიპარტელიანი, ასევე, მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლები დაესწრნენ. გამოფენის დათვალიერება მნახველებს მუზეუმის საგამოფენო სივრცეში მომდევნო ერთი თვის განმავლობაში შეეძლებათ.




