თურქეთში ფეხბურთის ფსონების სკანდალი სულ უფრო და უფრო ძლიერდება.

„როიტერის“ ცნობით, ამჟამად 1024 მოთამაშე დისკვალიფიკაციის ქვეშაა გამოძიების დაწყებამდე, რვა ადამიანი დაკავებულია.

თურქეთის ფეხბურთის ფედერაციამ განაცხადა, რომ ეჭვმიტანილებს შორის უმაღლესი ლიგის 27 ფეხბურთელია და მათ შორის არიან „გალათასარაის“ და „ბეშიქთაშის“ ფეხბურთელები.

ერთ კვირაზე ცოტა მეტი ხნის წინ, თურქეთში 149 მსაჯი იქნა დისკვალიფიცირებული მას შემდეგ, რაც ისინი ფსონების განთავსებაში გამოიჭირეს.

ახლა სკანდალი კიდევ უფრო ფართოვდება და არაა გამორიცხული, რომ თურქეთის ფეხბურთის ფედერაცია მსოფლიო ფეხბურთის უმაღლესი ორგანოების - უეფას და ფიფას - სანქციების ქვეშ მოექცეს და საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრებ გუნდს პლეი-ოფში თამაშის შანსი მსოფლიო ჩემპიონატის ევროპის საკვალიფიკაციო ოთხგუნდიან ჯგუფში მესამე ადგილის დაკავების შემთხვევაშიც კი მიეცეს.