საფრანგეთის ლიგა 1-ში მეთორმეტე ტურის ბოლო შეხვედრა დასრულდა.

საფრანგეთის ლიგა 1-ში მეთორმეტე ტურის ბოლო შეხვედრაში  „ლიონს“ ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ სტუმრობდა.

ანგარიში სტუმრებმა გახსნეს,მასპინძლებმა მალევე გაათანაბრეს, მაგრამ იქვე ხვიჩა კვარაცხელიამ ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში გატანილი თავისი პირველი გოლით პარიზელები დააწინაურა.

მეორე ტაიმის დასაწყისში მასპინძლებმა ანგარიში გაათანაბრეს და მხოლოდ 90+5 წუთზე სტუმრებმა შეძლეს გამარჯვების მომტანი გოლის გატანა.

ხვიჩა კვარაცხელია (Flashscore - 8.2)   მინდორზე 75-ე წუთამდე იმყოფებოდა.

„ლიონი“ - „პარი სენ-ჟერმენი“ 2:3(1:2)
გოლები: 26' უორენ ზაირე-ემერი 0:1, 30' აფონსო მორეირა 1:1, 33' ხვიჩა კვარაცხელია 1:2, 50' ეინსლი მეიტლანდ-ნილსი 2:2, 90+5' ჟოაუ ნევეში 2:3