ამერიკული წარმოშობის შვედი არმანდ "მონდო" დუპლანტისი ბუდაპეშტში მიმდინარე იშტვან დიულაის მემორიალზე რეკორდულ სიმაღლეზე გადებულ თამასას გადაევლო.

ბუდაპეშტში, იშტვან დიულაის მემორიალზე - მსოფლიო მძლეოსნობის კონტინენტური ტურის ოქროს ეტაპზე, ამერიკული წარმოშობის შვედი ჭოკით მხტომელი არმანდ „მონდო“ დუპლანტისი რეკორდულ  6 მეტრსა და 29 სანტიმეტრზე გადებულ თამასას გადაევლო და მეცამეტედ გახდა მსოფლიო რეკორდსმენი.


აღსანიშნავია, რომ ორგზის ოლიმპიურმა და ორგზის მსოფლიო ჩემპიონმა და ოთხგზის ბრილიანტის ლიგის გამარჯვებულმა არმანდ დუპლანტისმა წელს მესამედ დაამყარა მსოფლიო რეკორდი. პირველი მსოფლიო რეკორდი მან 2020 წელს რომში, ცნობილი იტალიელი სპრინტერის, 200 მეტრზე რბენაში 1980 წლის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონ პიეტრო მენეას პატივსაცემად გოლდენ გალა პიეტრო მენეად წოდებულ ბრილიანტის ლიგის ერთ-ერთ ეტაპზე დაამყარა, როდესაც 1988 წლის ოლიმპიური თამაშების და მსოფლიო ექვსგზის ჩემპიონ სერგეი ბუბკას მიერ 1994 წელს დამყარებული რეკორდი დაემხო. პარიზის ოლიმპიური თამაშებზე, სადაც ფრანგ ჭოკით მხტომელს ფინალში გასვლაში ხელი დიდმა პენისმა შეუშალა, დუპლანტისმა 6 მეტრი და 25 სანტიმეტრი დასძლია და მეცხრედ დაამყარა მსოფლიო რეკორდი.