პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე ფრანგი ჭოკით მხტომელი დიდმა პენისმა დააღალატა.  

ფრანგი ჭოკით მხტომელი ენტონი ამირატიმ ფინალში გადასასვლე საკვალიფიკაო შეჯიბრების დროს პირველ ორ ცდაზე 5,40 და 5,60 სმ გადალახა და მესამე ცდაზე 5.70 სმ-ს შეუტია. იგი წარმატებით გაევლო თამასას და უკვე დაშვების დროს, მას პენისთ წამოედო. თამასა გადავარდა და ფრანგ მხტომელს სიმაღლე აღებულად არ ჩაეთვალა.  

საბოლოოდ იგი ფინალში ვერ გავიდა მე-15 ადგილით დაკმაყოფილდა. მილიონობით ნახვების მქონე ვიდეოებმა, რომელზედაც თამასასთან პენისის შეხების მომენტია დაფიქსირებული, სოციალურ ქსელების მომხმარებელთა მხიარული რეპლიკები გამოიწვია.




ენტონი ამირატი მომხდარს ძალიან განიცდის და ამბობს, რომ იგი მშვენიერ ფორმაში იყო და შეეძლო კონკურენცია გაეწია ფინალში გადასული სპორტსმენებისთვის.