შვედი ჭოკით მხტომელი არმანდ დუპლანტისი ზედიზედ მეორედ გახდა ოლიმპიური თამაშების ოქროს მედლის მფლობელი

ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ოქროს მედლის მფლობელმა, ორგზის (2022, 2023) მსოფლიო ჩემპიონმა და რვაგზის მსოფლიო რეკორდსმენმა, შვედმა არმანდ დუპლანტისმა პარიზის ოლიმპიური თამაშების ოქროს მედალი 6  მეტრის სიმაღლეზე გადებულ თამასაზე გადავლების შემდეგ გაინაღდა თავის მსოფლიო რეკორდზე შეტევის წინ, უკეთ განწყობის მიზნით, 6 მეტრი და 10 სანტიმეტრი დასძლია.

უკვე ამის შემდეგ არმანდ დუპლანტისმა მსოფლიო რეკორდზე 1 სმ-ით მაღლა გადებულ თამასას ორჯერ უშედეგოდ შეუტია, მაგრამ არ დანებდა და მესამე ცდაზე გარჯა და ოსტატობა დაუფასდა.

არმანდ დუპლანტისმა მსოფლიო რეკორდი პირველად 2020 წლის თებერვალში დაამყარა. მაშინ მან 6 მეტრი და 17 სანტიმეტრი სიმაღლე აიღო. პარიზში მან 6 მეტრი და 25 სანტიმეტრი დასძლია და მეცხრედ დაამყარა მსოფლიო რეკორდი.

აღსანიშნავია, რომ მეორე ადგილზე გასულმა ამერიკელმა ჭოკით მხტომელმა სემ კენდრიკსმა 5 მეტრი და 95 სანტიმეტრი დასძლია.

შეგახსენებთ, რომ ფრანგ ჭოკით მხტომელს, ფინალში გასვლაში და საპრიზო ადგილისთვის ბრძოლაში ხელი, დიდი ზომის პენისმა შეუშალა.