საარჩევნო კამპანიის ფარგლებში შეხვედრები აქტიურად გრძელდება.
დღეს სამტრედიის მერობის კანდიდატი დავით ბახტაძე რუსთაველის ქუჩის II, IV და VI ნომრის ბინების მცხოვრებლებს შეხვდა.
წინა არჩევნებზე ამ უბნისთვის ერთ-ერთი მთავარი დაპირება სკვერის რეაბილიტაცია იყო, რომელიც მისი არჩევიდან მალევე განხორციელდა. დღეს კი მოსახლეობასთან კვლავ იმსჯელა არსებული საჭიროებებისა და სამომავლო გეგმების შესახებ.
დავით ბახტაძის თქმით, მისი მთავარი პრიორიტეტია ადგილობრივების მიერ შერჩეული პროექტების განხორციელება მათი აქტიური მონაწილეობით და კომფორტული საცხოვრებელი პირობების შექმნა მოსახლეობისთვის.