ბოსტონში, ფიგურული სრიალის მსოფლიო ჩემპიონატზე, წყვილთა შეჯიბრების მონაწილეებმა მოკლე პროგრამით ასპარეზობა დაასრულეს.

 საქართველოს წარმომადგენლებმა, ანასტასია მეტელკინამ და ლუკა ბერულავამ მოკლე პროგრამით ასპარეზობაში მსაჯებისგან 71,68 ქულა დაიმსახურეს და ჩემპიონატის მონაწილე 23 წყვილს შორის ადგილი დაიკავეს.

საკვალიფიკაციო შეჯიბრების 16 საუკეთესო წყვილი მედლებისთვის ბრძოლას აგრძელებს. საბოლოო შედეგების მიუხედავად ყველა მათგანმა უკვე მოიპოვა 2026 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშების საგზური, რომელიც მილანსა და კორტინა დ'ამპეცოში გაიმართება.

1. რიკუ მიურა / რიუიჩი კიჰარა (იაპონია) - 76,57
2. სარა კონტი / ნიკოლო მაჩი (იტალია - 74,61
3. მინერვა ფაბიენ ჰასე / ნიკიტა ვოლოდინი (გერმანია) - 73,59
4. ანასტასია მეტელკინა / ლუკა ბერულავა (საქართველო) - 71,68