ჰოკეის ეროვნულ ლიგაში 76-ე ტურის შეხვედრები მიმდინარეობს.
ნიუ-იორკში, „ნიუ-იორკ აილანდერსის“ და „ვაშინგტონ კაპიტალსის" შეხვედრაში, მეორე პერიოდის მე-8 წუთზე ალექსანდრ ოვეჩკინმა მორიგი შაიბა შეაგდო და ლეგენდარული კანადელი ჰოკეისტის, უეინ გრეცკის ფენომენალური რეკორდი გააუმჯობესა.
Long-time @Capitals announcer Joe Beninati called Alex Ovechkin's first NHL goal. All these years later, he called Alex Ovechkin's record-breaking goal. 🫡
— NHL (@NHL) April 6, 2025
Iconic. #Gr8ness pic.twitter.com/FVzkcYf2rn
Nothing but respect for The Great 8 as he makes history 🤝 #Gr8ness pic.twitter.com/wtcZvxCFfx
— NHL (@NHL) April 6, 2025
Hear from The Great 8 after he cemented himself in NHL history. 🎤 #Gr8ness pic.twitter.com/MIs7STi1lB
— NHL (@NHL) April 6, 2025
ალექსანდრ ოვეჩკინმა სარეკორდო, 895-ე შაიბა თანამემამულეს ილია სოროკინს გაუტანა. მისი კარი ოვეჩკინს დღემდე არ ჰქონდა აღებული. სოროკინი 131-ე მეკარე გახადა, ვისაც ოვეჩკინმა გაუტანა.
უიან გრეცკი ჰოკეის ეროვნული ლიგის რეკორდსმენი 31 წლის განმავლობაში იყო. მან თავისი 802 შაიბა გაიტანა და გორდი ჰოუს რეკორდი დაამხო 1994 წელს, შემდეგ კი მან რეკორდი 894-მდე აიყვანა.
„ნიუ-იორკ აილანდერსის“ და „ვაშინგტონ კაპიტალსის" შეხვედრაში ამჟამად მეორე პერიოდის 10 წუთია გასული. მასპინძლები 2:1-ს იგებენ.
ალექსანდრ ოვეჩკინმა 894-ე შაიბა ორი დღის წინ, „ჩიკაგო ბლექჰოუსთან“ შეხვედრაში გაიტანა.