უბედური შემთხვევის შედეგად პანკისის ხეობაში, სოფელ ომალოში, მეთერთმეტე კლასის მოსწავლე გარდაიცვალა.
თვითმხილველების ინფორმაციით, ბიჭი სოფლის სპორტ დარბაზში შეუძლოდ გახდა, რის შემდეგაც ის საავადმყოფოში გადაიყვანეს.
მედიკოსებმა არასრულწლოვანის გადარჩენა ვერ შეძლეს.
ერთ-ერთი ვერსიის თანახმად, ბიჭმა ენერგეტიკული სასმელი დალია და მისმა ორგანიზმმა სპორტ დარბაზში ფიზიკურ დატვირთვას ვერ გაუძლო.
რა გახდა მოსწავლის გარდაცვალების რეალური მიზეზი, ამ ეტაპზე უცნობია.