ვაშინგტონში, „ვაშინგტონ კაპიტალსის“ და „ჩიკაგო ბლექჰოუსის“ ჰოკეისტთა გუნდების შეხვედრაში, მასპინძელთა გუნდის თავდამსხმელმა რუსმა ჰოკეისტმა ალექსანდრ ოვეჩკინმა ორი შაიბა შეაგდო და ლეგენდარული კანადელი ჰოკეისტის, უეინ გრეცკის რეკორდი გაიმეორა.
ალექსანდრე ოვეჩკინმა, რომელიც ჰოკეის ეროვნული ლიგაში 2005 წლიდან თამაშობს, შეხვედრის მე-4 წუთზე ანგარიში გახსნა, შეხვედრის 47-ე წუთზე კიდევ ერთი შაიბა შეაგდო და ლეგენდარული კანადელ ჰოკეისტის, უეინ გრეცკის რეკორდი გაიმეორა.
უეინ გრეცკი, რომელიც ტრიბუნებიდან ადევნებდა თვალს შეხვედრას, ჰოკეის ეროვნულ ლიგაში ოთხ სხვადასხვა გუნდში თამაშობდა 1979-1999 წლებში. მან 894 შაიბა 1487 თამაშში გაიტანა. ალექსანდრე ოვეჩკინი ჰოკეის ეროვნულ ლიგაში გადასვლიდან დღემდე „ვაშინგტონ კაპიტალსის" მოთამაშეა. მას 894 შაიბის გასატანად ერთით ნაკლები შეხვედრის ჩატარება დასჭირდა.
დიდი ალბათობით, ალექსანდრ ოვეჩკინი ერთპიროვნული რეკორდსმენი ამ სეზონშივე გახდება. ჰოკეის ეროვნული ლიგის მიმდინარე გათამაშებამდე ექვსი ტურია დარჩენილი. შემდეგ შეხვედრას „ვაშინგტონ კაპიტალსი“, რომელიც აღმოსავლეთის კონფერენციას 107 ქულით ლიდერობს და დასავლეთის კონფერენციის ლიდერ „ვინიპეგ ჯეტსზე“ ერთი ქულით ნაკლები აქვს, ხვალ, „ნიუ-იორკ აილანდერსთან“ გამართავს.