საფრანგეთის ლიგა 1-ში ოცდამერვე ტურის შეხვედრები გრძელდება.

გიორგი მიქაუტაძის ლიონის „ოლიმპიკმა“ სახლში „ლილს“ უმასპინძლა და მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა.

გიორგი მიქაუტაძე (Flashscore - 6,4) მინდორზე 68-ე წუთზე ალექსანდრ ლაკაზეტის ნაცვლად შევიდა.

„ლიონი“ - „ლილი“ 2:1(1:1)
გოლები: 1' ბაფოდე დიაკიტე 0:1, 38' ალექსანდრ ლაკაზეტი, თერთმეტმეტრიანიდან  1:1, 70' რაიან ჩერქი 2:1